დასახელება: ტბა გამოშვების წელი: 1998 ჟანრი: დრამა რეჟისორი: კახაბერ (კახა) კიკაბიძე
როლებში: დიტო შველიძე (ზურა), ირაკლი მშვილდაძე, ნინო კობერიძე, ნათია
გოგოჭური, ალინა ნოზაძე, ბესიკ კვიჭინაძე, გურამ ფირცხალავა, მამუკა
მიქაბაძე, დათო დევდარიანი, ლაშა ხუციშვილი, ლია კაპანაძე, ზვიად
ბურჭულაძე, ცუცა კაპანაძე, ფილმის
შინაარსი:ზურას მამას მოუკლავენ. დედა ბიჭს სოფელს გამოარიდებს და ქალაქში
გადმოსახლდება. მამის სიკვდილი ზურას ფსიქიკას სამუდამო დაღს დაასვამს.
იგი "ყოჩი ბიჭის" ნიღაბს აიფარებს, თანაკლასელებს თავის ნებაზე ათამაშებს,
სკოლის ლიდერი გახდება, თუმცა საკუთარ თავთან დარჩენილი ეული და
მარტოსულია. მაგარი ბიჭის თამაშს დიდხანს ვერ შეძლებს. პოზიციას დათმობს.
შარავანდედშემოძარცვულ ზურას თანაკლასელები ზურგს შეაქცევენ,ქვეყანა: საქართველო ხანგრძლივობა: 87 წთ ენა: ქართული
დასახელება:ყველაფერი კარგად იქნება გამოშვების წელი:2009 ჟანრი:ქართული რეჟისორი:ავთო ვარსიმაშვილი როლებში:ნიკო
გომელაური, სანდრო მარგალიტაშვილი, შორენა ბეგაშვილი, ირაკლი აფაქიძე,
გოგა ბარბაქაძე, ლარისა რეშეტკო, აპოლონ კუბლაშვილი, ქეთა ლორთქიფანიძე,
კახა მიქიაშვილი
ფილმის შესახებ: საქართველოს დეზინფექციის
მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის (საიდუმლო) დავალებით მიემგზავრება
ინდოეთში, ქეთევან დედოფლის საფლავის მოსაძებნად. მას უთვალთვალებენ რუსეთის და სომხეთის სპეცსამსახურების აგენტები
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: ნერგები (1972) ჟანრი: დრამა წელი: 1972 დამდგმელი რეჟისორი: რევაზ (რეზო) ჩხეიძე სცენარის ავტორი: სულიკო ჟღენტი დამდგმელი ოპერატორი: აბესალომ მაისურაძე კომპოზიტორი: ნოდარ გაბუნია ენა: ქართული როლებში: რამაზ ჩხიკვაძე (ლუკა ბაბუა), მიშა მესხი (კახა),
მერი ქორელი (ბებია ელისაბედი), სესილია თაყაიშვილი (ციცინო), ზეინაბ
ბოცვაძე (კახას დედა), ზურაბ ქაფიანიძე (მეურმე), მიხეილ ვაშაძე
(დათეშიძე), ს. სტრელკოვი (მისტერ ფლეტჩერი), კახი კავსაძე (დავითი),
ზურაბ (კუკური) ლაფერაძე, ჯემალ ღაღანიძე, ლია კაპანაძე (ქვრივი ქალი),
ვასილ კახნიაშვილი, ირაკლი ნიჟარაძე, ბონდო გოგინავა (ბონდოია), მერი
ერგნელი-ყიასაშვილი, ლევან სოხაშვილი, ნინა მანშტალიროვა, ნედა
ღამბარაშვილი, გელა ჩარკვიანი, გივი თოხაძე
მოკლე ახწერა:
მოხუცი ლუკა ხეხილის ბაღის განახლებას გადაწყვეტს და შვილიშვილთან ერთად
მსხლის იშვიათი ჯიშის, ხეჭეჭურის ნერგების საშოვნელად შორ გზას დაადგება.
მოხუცის ახირება ბევრს გაუკვირდება, რადგან ლუკამ კარგად იცის, რომ
ხეჭეჭურის ნაყოფს თავის სიცოცხლეში ვეღარ მოესწრება. ბაბუა და შვილიშვილი
ნერგებს იშოვიან, მაგრამ მათ სახლში მიტანა არ უწერია - გზაში ჭკნობას
იწყებენ. ლუკა ნერგების ნაწილს გზის პირას ჩარგავს, დანარჩენს კი
მოცურებული მანქანის გადასარჩენად გაწირავს – ბორბლებქვეშ ჩაუყრის და
მანქანას ხრამში გადაჩეხვისგან იხსნის.
9 აპრილამდე ერთი დღე რჩება. "კვირის რეპორტაჟი”
არკვევს როგორია განწყობა ქართულ ჯარში, რომელიც შესაძლოა ხელისუფლებამ
საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენოს. რატომ გაძლიერდა სამხედროების
მოძრაობა პრეზიდენტის რეზიდენციებთან შავნაბადასა და ბობოყვათში?
რა
პროგნოზებს აკეთებენ პოლიტიკოსები და ექსპერტები, და რა პროვოკაციას
ელოდებიან ახალგორში მცხოვრები ქართველები ნახეთ სტუდია GNS-ის სიუჟეტში.
აგვისტოს
ომის შედეგები, რომელიც დღემდე გრძელდება – 4 ქართველი ჯარისკაცის
ისტორია, რომლებიც უკვე 7 თვეა მაროდიორობის ბრალდებით არიან დაკავებულნი
და მძიმე განაჩენს ელოდებიან. არის თუ არა დანაშაული, როდესაც ჯარისკაცს
მიტოვებული სამხედრო ბაზიდან საკუთარი ნივთები მოაქვს?
იმედი
დარსალია მოგითხრობთ საქმეზე, რომელშიც დაზარალებულები არ არსებობენ და
ჯარისკაცებზე, რომლებსაც მაროდიორობისთვის გასამართლებას ომში სიკვდილი
ურჩევნიათ.
შესაძლოა თუ არა საქართველოს პრეზიდენტს საერთაშორისო
საზოგადოებამ ომის დაწყებაში დასდოს ბრალი. გერმანული შპიგელის სტატია
"კვირის რეპორტაჟში”, რომელშიც ევროკავშირის საგამოძიებო კომისიის მომავალ
დასკვნაზეა საუბარი. ამ დასკვნის მიხედვით სამხედრო აგრესია ცხინვალში
სწორედ საქართველოს პრეზიდენტმა დაიწყო. ასევე თქვენ შეიტყობთ, რა
დოკუმენტს ითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან ევროკავშირის კომისია და
რატომ ამბობს მთავრობა უარს ამ დოკუმენტის გადაცემაზე.
რუსთავის
მეტალურგიული ქარხანა ჯართად იყიდება. თეონა გეგენავა მოგითხრობთ რა ხდება
დღეს ერთ დროს ყველა წარმატებულ საწარმოში, რომელშიც უკვე 10 წელია ფოლადს
ვეღარ ადნობენ. მეტალურგები კომბინატის ამჟამინდელ მფლობელს ჯოზეფ კეის
ბრალდებებს უყენებენ, ბადრი პატარკაციშვილი ოჯახი კი კეის მეტალურგიული
კომბინატის მითვისების გამო უჩივის.
დასახელება:იდიოტოკრატია გამოშვების წელი:2008 ჟანრი:კომედია რეჟისორი:ავთო ვარსიმაშვილი როლებში:ნიკა
გომელაური, სანდრო მარგალიტაშვილი, კახა მიქიაშვილი, ცისია მეტრეველი,
სლავა ნათენაძე, ჯაბა კილაძე, ლარისა რეშეტკო, მამუკა მუმლაძე, ქეთა
ლორთქიფანიძე, თიკო კორძაძე, ვანო ქურასბედიანი, ოთარ კოვზირიძე...ფილმის შესახებ: საქრთველოს
სახელმწიფო დეზინფექციის მინისტრ გოგას, სასტუმროში პაემანი აქვს
შორენასთან, რომელიც ოპოზიციური პარტის მდივან-მემანქანეა. საყვარლების
სასტუმრო ოთახში მოულოდნელად გვამს აღმოაჩენენ. მინისტრი პანიკაშია, მისი
პოლიტიკური კარიერა საფრთხის წინაშე დგება. ვინ უშველის მას ? ვინ აიღებს
თავის თავზე მთელს პასუხისმგებლობას ? რა თქმა უნდა მისი მოადგილე გრიშა…
დასახელება: იესო ნაზარეველის საქმე
ორიგინალური დასახლება: Inchiesta, L'
თარგმანი: ორიგინალი(ინგლისური)
გამოსვლის წელი: 1986
ჟანრი: ისტორიული, დრამა
რეჟისორი:დამიანო დამიანი
როლებში: კიტ კერედინი, ჰარვი კაიტელი, ფილის ლოგანი, ანჯელო ინფანტი,
ლინა სასტრი, ჯონ ფორგემანი, ლიუჩანო
ფილმის შესახებ:
ბარტოლი, ერიკ შუმანი, ჯორჯია სლოუ,
ფილიპ ლოკი...
ტიბერიის იმპერატორი აგზავნის თავის მრჩეველ ტაურუსს პალესტინაში, რომ მან გამოიძიოს ვითარება ნაზარეთიდან იესოს სხ
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: ქრისტეს ვნებანი ორიგინალური დასახელება:The Passion of the Christ ჟანრი: ისტორიული რეჟისორი:მელ გიბსონი როლებში:მონიკა ბელუჩი, ჯეიმს ქევიზელი, მაია მორგენსტერნი, ხრისტო ჯივკოვი, ფრანჩესკო დე ვიტო ფილმის აღწერა:დეტალურად იესო ქრისტეს სიცოცხლის ბოლო 12 საათის აღდგენის მცდელობა.
მოქმედება იწყება გეფსიმანის ბაღში, სადაც იესო სალოცველად მოვიდა. იესო
ებრძვის ცდუნებებს, რომლებსაც მას სატანა უგზავნის. იუდა ისკარიოტით
ნაღალატევი იესო დაპატიმრებულია. ის უკან იერუსალიმში მოყავთ, სადაც
ფარისეების მეთაურები მას ცრუ რწმენას აბრალებენ, და მას სასიკვდილოდ
გაასამართლებენ. იესო მოყავთ იუდეის პროკურატორთან პილატთან, რომელიც
მოისმენს ბრალდებას, რომელიც იესოს ფარისეებმა წაუყენეს. ის მიხვდება, რომ
ლაპარაკი მიდის პოლიტიკურ კომფლიკტზე და საქმეს მეფე იროდს გადასცემს.
იროდი იესოს უკან პილატთან გააგავნის, და ის ხალხს არჩევანის გაკეთებას
სთხოვს იესოს და ყაჩაღი ვარვარას შორის. ხალხი ამოირჩევს: თავისუფლება
ვარვარას და სიკვდილი იესოს. იესოს რომის ჯარისკაცებს გადასცემენ და
გააწამებენ. საშინლად დასახიჩრებული ის კვლავ მოყავთ პლატთან, რომელიც მას
ხალხს აჩვენებს, თითქოს ამბობს: "ნუ თუ ეს საკმარისი არ არის?"... მაგრამ
ისე გადაწყვეტს მოიქცევას, როგორც ხალხი მოისურვებს. იესოს მისცემენ ჯვარს
და უბრძანებენ ის იერუსალიმის ქუჩებში მოატაროს გოლგოფამდე. გოლგოფზე
იესოს ჯვარსაცმევენ. მას შიში შეიბყრობს, რომ მამამ მიატოვა ის. მაგრამ ის
გადალახავს მას, უყურებს დედას მარიას და წარმოთქვამს სიტყვებს, რომლის
გაგება ბოლომდე მხოლოდ მას შეუძლია...