დასახელება: კვენტინის სათვალე გამოშვების წელი: 2008 ჟანრი: მძაფრ–სიუჟეტიანი რეჟისორი: გიორგი გერსამია როლებში: ლაშა-გიორგი პაპუაშვილი, ოთარ მიქელაძე (ბიზნესმენი), ვასილ ოდიშვილი, ლევან სუხიტაშვილი
ფილმის შესახებ: ორ მეგობარს კინოს გადაღება
უნდა, მაგრამ მათ ამისთვის არც ფული აქვთ და არც ფულის შოვნის
პერსპექტივა. სასტუმროში, რომელშიც ერთ-ერთი გმირი მუშაობს, გავლენიან
“მაფიოზის” ძვირადღირებული სათვალე რჩება, რომლის ისტორიაც მეცხრამეტე
საუკუნიდან იწყება და ლივორნოელი მეშუშიდან დაწყებული, ტეხასელი ცალყურა
ბილით დამთავრებული, უამრავი ხალხის ხელში გაივლის. მეგობრები სათვალის
ხელში ჩაგდებას ცდილობენ, თუმცა მათ ბევრი მოცილე ჰყავთ.
სახელწოდება: ჯარისკაცის მამა ჟანრი: მხატვრული ფილმი, დრამა ხარისხი: DVDRip წელი: 1964წ ქვეყანა: საქართველო, თბილისი, კ/ს "ქართული ფილმი" გახმოვანება: ქართული და რუსული
აღწერა: ქართველი გლეხის, გიორგი
მახარაშვილისათვის, რომელმაც დაჭრილი შვილის ძებნაში ფრონტის გზები
შემოიარა, ომი იქცა გამოცდილების იმ სარკმელად, საიდანაც მთელი სამყარო
გამოჩნდა თავისი მრავალმხრივობით. ფილმის გმირის სახე ჯარისკაცის მსოფლიო
მარადიული მამის განზოგადოებულ სახედ იქცა. ომში მოხვედრილი უბრალო გლეხი
მტერზე გამარჯვების ღრმა რწმენით,მტკიცე სამხედრო ნაბიჯით მიუყვება
ფაშისტთა ბუნაგისაკენ მიმავალ გზას.